19 მაისი 2024,   01:09
ვრცლად
ერეკლე კუხიანიძე "საკრებულოს გავრილოვია" - ხატია დეკანოიძე

თბილისის საკრებულოში დაპირისპირებისას იმყოფებოდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძეც.

დეკანოიძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს სთხოვს, "ქართული ოცნების" დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს მანდატი ჩამოართვას. 

"სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა მერიის სამსახურის უფროსმა, რომელიც არის "ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი ზონდერ აქტივისტი. აქ ადამიანებს ხელები გადაუგრიხა და მათ შორის, ჟურნალისტებს. დღეს რაც მოხდა, ეს სწორედ "საკრებულოს გავრილოვის" გამოა და "საკრებულოს გავრილოვი" არის კუხიანიძე. ჩვენ ვითხოვდით, რომ მოსულიყო ტყემალაძე და გაეცა პასუხი ამასთან დაკავშირებით, რას აპირებს "ქართული ოცნება", ატოვებინებს თუ არა მანდატს. როგორც ჩანს, ვაჟა გაფრინდაშვილი მათთვის არავინ არ არის,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ოპოზიციონერ დეპუტატებს, მოძრაობა "შეცვალესა" და საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი კუხიანიძის ოთახში კარავი გაშალეს. დაპირისპირება სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რომელიც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. საქმეში ჩაერთო საპატრულო პოლიცია, რომელმაც აქტივისტებს საკრებულოს შენობა ძალით დაატოვებინა, 4 მათგანი კი დააკავა.

თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მან საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ შეურაცხმყოფელი განცხადებები გაავრცელა.

დღის ამბები