ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის საკითხს, თბილისის საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე ეხმაურება და ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პროვოკაციაში ადანაშაულებს.
"ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც.." - წერს საკრებულოს წევრი.
შეგახსენებთ, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმს ერთ თვეზე მეტია პატიმრობაში ჰყავს. ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით მისი ოჯახი საპროტესტო აქციის გამართვას ერგნეთში გეგმავს.