საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ერეკლე კუხიანიძე, რომლის ფეისბუქსტატუსებიც ორი დღეა საზოგადოების კრიტიკის მიზეზია, "კურიერთან" კომენტარს აკეთებს. დეპუტატის განცხადების პათოსი იგივეა - ერეკლე კუხიანიძე ისევ ვაჟა გაფრინდაშვილს აკრიტიკებს.
კუხიანიძე "კურიერთან" საუბრისას შეეცადა განემარტა საკუთარი განცხადებები. მისი შეფასებით, ყველა მოქალაქე ვალდებულია ფრთხილი იყოს ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა, მაგალითად, ოკუპანტი რეჟიმი, რათა კიდევ უფრო არ გამწვავდეს ვითარება.
"ჩვენი მეგობრები და პარტნიორები სულ გვეუბნებიან - "იყავით ფრთხილად, ისეთი ნაბიჯი არ გადადგათ, რომელიც თქვენს მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. რუსეთთან უნდა დაალაგოთ სიტუაცია". ასეულობით ადამიანი, რომელმაც რაღაცნაირად თავი დაიხსნა და კომპრომისზე წავიდა, იძულებული გახდა, რომ ეთქვა - "ბოდიში, შემეშალა და ჯარიმასაც ვიხდი", გამოვიდა, რომ სამშობლოს მოღალატეა. ანუ, არის ერთი გმირი, რომელიც თეთრი ცხენით შეჭენდა და დანარჩენი ხალხი, რომელიც ამას უყურებს, "ჩმორდება," - აღნიშნა კუხიანიძემ.