თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების გამო 4 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმის წარმოება 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, საკრებულოში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებთან ერთად "ქართული ოცნების" დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. ისინი კუხიანიძისგან ბოდიშის მოხდას და თანამდებობის დატოვებას ითხოვდნენ.
აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიციის დახმარებით, ძალის გამოყენებით გაიყვანეს.