19 მაისი 2024,   00:01
ვრცლად
სირცხვილია, როდესაც ხელისუფლება იცავს არა გმირებს, არამედ ნაძირლებს და ღორებს - ელენე ხოშტარია

"სირცხვილია, როდესაც სახელმწიფო კი არ იცავს რუსეთის ტყვეებს და გმირებს, არამედ იცავს მოღალატეებს, ნაძირლებს და ღორებს,"- ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია თბილისის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებას

ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ოპოზიცია ხელისუფლების მიმართ მსგავს წნეხს მომავალშიც განაგრძობს. 

"სირცხვილია, სახელმწიფო იცავს მოღალატეებს, ნაძირლებს და ღორებს, რომლებსაც ჰქვიათ სახელად და გვარად - "კუხიანიძე და ქართული ოცნება". ამიტომაც, მოუწევთ ასეთ პრესში ყოფნა მუდმივად. ჩვენ არაფრის გვეშინია, ერთი ოთახიდან გამოგვიშვებენ, მეორეში შევალთ,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ოპოზიციონერ დეპუტატებს, მოძრაობა "შეცვალესა" და საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი კუხიანიძის ოთახში კარავი გაშალეს. დაპირისპირება სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რომელიც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. საქმეში ჩაერთო საპატრულო პოლიცია, რომელმაც აქტივისტებს საკრებულოს შენობა ძალით დაატოვებინა, 4 მათგანი კი დააკავა.

თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მან საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ შეურაცხმყოფელი განცხადებები გაავრცელა.

დღის ამბები