05 მაისი 2024,   06:22
ვრცლად
კასრისწყალში საკუთარ სახლში 84 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

კასრისწყალში 84 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სამართალდამცელებმა გარდაცვლილ ერესტო ღულელაურს სახლში მიაკვლიეს.

ერთ-ერთი ვერსიით, ხანდაზმული ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ კი მოკლეს.

ადგილობრივების თქმით, ღულელაურმა რამდენიმე დღის წინ საქონელი გაყიდა. მათი ვარაუდით, ღულელაური სწორედ გაყიდვის შედეგად აღებული თანხის გამო დააყაჩაღეს.

მომხდარზე გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში ცხედარს ყველა შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

დღის ამბები