05 მაისი 2024,   04:34
ვრცლად
ლუკა სირაძეს პატრიარქის კურთხევით წესს აუგებენ

"15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება. პატრიარქმა მისცა კურთხევა," - ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქგვერდზე საპატრიარქოს პრესმდივანი წერს.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, 15 წლის მოზარდისთვის წესის აგებაზე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ კურთხევა მისცა.

15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ ღამით გარდაიცვალა. არასრულწლოვანი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა, რა დროსაც მძიმე დაზიანებები მიიღო.

 

დღის ამბები