05 მაისი 2024,   04:24
ვრცლად
"ეს სკოლა არ არის მწვანე, ეს სკოლა არის შავი! მკვლელების სკოლაა" - შაკო კუჭაშვილი

"მწვანე სკოლასთან" დღეს უკვე მეორე აქცია გაიმართა. უფლებადამცველების შემდეგ, ამჯერად, სკოლის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და წარწერები დატოვეს.

მწვანე სკოლაში კი სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ადმინისტრაციამ სწავლა ორშაბათამდე გადადო.

მოძრაობის ”შევინარჩუნოთ სიცოცხლე” დამფუძნებელი ლიკა გამრეკელი გარდაცვლილი ბავშვის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს ამ ბავშვთან არ უმუშავიათ და პირიქით, მდგომარეობა დაუმძიმეს სკოლიდან გარიცხვით.

"ძირითად პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ამ სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს, რომლებსაც არ გაუტარებიათ ღონისძიებები ბავშვის სტრესთან დაკავშირებით. სკოლის დირექტორმა ეს ბავშვი გარიცხა სკოლიდან უსახსრობის გამო, რაც ასევე დიდი სტრესი იყო ამ ბავშვისთვის," განაცხადა ლიკა გამრეკელმა.

მოძრაობის "შევინარჩუნოთ სიცოცხლე" წევრი შაკო კუჭაშვილი აღნიშნავს, რომ სკოლამ არასწორი ნაბიჯი გადადგა და ნაცვლად იმისა, რომ ბავშვთან ესაუბრათ პოლიციაში უჩივლეს.

"ეს სკოლა არ არის მწვანე, ეს სკოლა არის შავი! მკვლელების სკოლაა, იმის ნაცვლად, რომ ბავშვისთვის ეკითხათ, რას სჭირდა და რატომ აგინებს ცხოვრებას, წავიდა და პოლიციაში უჩივლა, ამ სკოლამ კიდევ ერთი ბავშვი მიიყვანა თვითმკვლელობამდე," განაცხადა შაკო კუჭაშვილმა.

დღის ამბები