05 მაისი 2024,   02:04
ვრცლად
"დღეს მეც ლუკა ვარ, ის, თქვენ რომ გუშინ მოკალით" - სოლიდარობის აქცია ილიას უნივერსიტეტთან

15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და სამოქალაქო მოძრაობის შეცვალეს წევრები სოლიდარობის აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ლუკა სირაძის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ და მოითხოვენ, რომ დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელსაც ფაქტთან კავშირი აქვს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა წარწერიანი ბანერები აქვთ მიტანილი - "მერამდენედ?!", "ამ ცხოვრების დედაც", "მერამდენედ?!", "დღეს მეც ლუკა ვარ, ის, თქვენ რომ გუშინ მოკალით".

სტუდენტები და აქტივისტები მსვლელობით რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც საახალწლო სოფლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და გლოვის ნიშნად ტერიტორიაზე შავ ლენტებს გააბამენ.

დღის ამბები