05 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
"ვინ არის შემდეგი" - ქუთაისში კიდევ ერთი აქცია გამართა

"ჩვენ გვინდოდა სიცოცხლე", "ვინ არის შემდეგი" - სამოქალაქო აქტივისტებმა, პოლიტიკური პარტიების წევრებმა და მოქალაქეებმა  ქუთაისში კიდევ ერთი აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ამჯერად ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. მათ 15 წლის მოზარდის გარდაცვალება გააპროტესტეს და სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრეს. მათ მოედანზე სანთლები დაანთეს.

"ვაპროტესტებთ მოზარდზე ძალადობას, რასაც ეს შედეგი მოყვა. ეს არის სისტემა, რომელიც ყარს და რომელიც განსხვავებული აზრის გამო შეიძლება სახლში შემოგვივარდეს, ამიტომ უნდა შეიცვალოს"- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მათ ცენტრალური მოედნიდან სამხარეო პოლიციასთან მსვლელობით გადაინაცვლეს, სადაც პროტესტს გამოხატავენ.

დღის ამბები