05 მაისი 2024,   11:33
ვრცლად
არაფერს არ ვფიქრობ თავდასხმაზე, საშინელი შედეგია - სალომე ზურაბიშვილი ცოტნე გამსახურდიას დაჭრაზე

საქართველოს პრეზიდენტი ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტს ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ თავდასხმის დეტალებზე ინფორმაცია არ გააჩნია. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მთავარია ეს მძიმე პერიოდი გადაილახოს.

"არაფერს არ ვფიქრობ თავდასხმაზე. არ ვიცი დეტალები. საშინელი შედეგია. მე ამ დილით ქალბატონ მანანას ველაპარაკე და ამიტომ მოვედი, რომ ვნახო, მაინტერესებდა, გაკეთდა თუ არა ყველაფერი. ნამდვილად ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა და გაკეთდება ყველაფერი, რაც იქნება საჭირო შემდეგ ეტაპზე. მთავარია, რომ ეს მძიმე პერიოდი გადავლახოთ, სადაც ჯერ პროგნოზი არის მძიმე," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები