12 მაისი 2024,   04:08
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე დღეს პოლიტიკურ გაერთიანებას "ლელო საქართველოსთვის" ჩამოაყალიბებს

"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე დღეს პარტიას ოფიციალურად ჩამოაყალიბებს. პოლიტიკური გაერთიანების "ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებელი ყრილობა ზუსტად 2 საათზე დაიწყება.

დელეგატები აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკურ საბჭოს დააკომპლექტებენ.

დღესვე პირველად გაჟღერდება პარტიის ჰიმნი. დელეგატების რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებულია.

"ლელოს" წევრების განცხადებით, პარტიის მიზანი ქვეყნის სიღარიბიდან და პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა იქნება.

"დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, როცა ცხადდება ბრძოლის დაწყება. ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი შემოდის პოლიტიკაში, იმისთვის რომ გადავარჩინოთ დემოკრატია და სახელმწიფოებრივობა ჩვენს ქვეყანაში. ახალგაზრდებმა ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან სხვა გზა არ არსებობს. ჩვენ გავიშლებით ყველა რეგიონში. გვექნება ადგილობრივი წარმომადგენლობა. საზოგადოებას ვაძლებთ პირობას, რომ არასდროს არ მოვატყებთ ჩვენ მოქალაქეებს," - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

"ლელოს" წევრების მტკიცებით, ისინი ითანამშრომლებენ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან, ვისაც ამის სურვილი ექნება. უკვე ცნობილია, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს შენების მოძრაობასთან და ახალ მემარჯვენეებთან.

დღის ამბები