11 მაისი 2024,   23:42
ვრცლად
რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი იარაღი არის "ქართული ოცნება" - გიორგი ვაშაძე

"რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი იარაღი არის "ქართული ოცნება," -ასე აფასებს ფეისბუქის სამთავრობო სკანდალს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

"ფეისბუქმაც" დაადგინა უკვე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი იარაღი არის "ქართული ოცნება", რომელიც ანტიდასავლურ კამპანიას ეწოედა არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, რომელშიც ძალიან დიდ ფულს ხარჯავდა და ამით გამოაშკარავდა "ქართული ოცნების" რეალური ზრახვები. 

მათ არანაირი საერთო დასავლურ ინტეგრაციასთან არ აქვთ და უნდათ, რომ საქართველოს წაართვან ევროპული პერსპექტივა, ნორმალური განვითარების შესაძლებლობა. კიდევ მეტი საქნციები და შეფასებები იქნება ამ კუთხით,"-აცხადებს პარტია "ახალი საქართველოს თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ რომ "ფეისბუქის" ადმინისტრაციამ, საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები