11 მაისი 2024,   22:32
ვრცლად
"საქართველო ივანიშვილის გარეშე"- ოპოზიცია ბათუმში საროტესტო აქციას მართავს

საპროტესტო მსვლელობა ბათუმის ქუჩებში - ქუთაისის შემდეგ ზღვისპირა ქალაქიდან შეეცდებიან შეკრებილები ხმა მიაწვდიდნონ ხელისუფლებას და კიდევ ერთხელ მოსთხოვონ - საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული დაპირებების შესრულება.

აქციის ორგანიზატორია ოპოზიციური სპექტრი, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნამ გააერთიანა.

ბათუმში პროტესტს ლიდერები თბილისიდანაც შეურთდნენ. "ერთად ერთის წინააღმდეგ" - მსვლელობა უკვე დასრულებულია და ამ წუთეში ვარდების სკვერში პოლიტიკური განცხადებები კეთდება.

"დღევანდელი აქციის მთავარი მესიჯი არის, საქართველო ივანიშვილის გარეშე. ის რომ პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარდეს და ეს არის უპირობო მოთხოვნა, ამაზე არავინ დაობს. ეს მხოლოდ ოპოზიციის მოთხოვნა არ არის, ეს არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, იმიტომ რომ ეს იქნება სისტემა, სადაც თანაბრად, შესაბამისად ამომრჩევლის ნებისა გადანაწილდება ხმები და ერთხელ და სამუდამოდ ვეზიარებით იმ დემოკრატიას, რისთვისაც ჩვენი ქვეყანა იბრძვის,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბონდო თედორაძე.

"არა მოღალატე ივანიშვილის მოღალატე რეჟიმს - ეს არის ჩვენი მოთხოვნა და ბრძოლის არსი და ის სულისკვეთება, რაც თითოეულ ადამიანს აქ ამოძრავებს. ივანიშვილი და მისი რჟიმი უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას მომავალი არ აქვს. პროპორციული არჩევნები არის სამართლიანი და დემოკრატიული გზა ამ ნაბიჯისთვის, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს,"-აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი კობა ხაბაზი.

 

 

დღის ამბები