11 მაისი 2024,   23:29
ვრცლად
"ქართული ოცნება" ჩვენგან მიიღებს პოლიტიკურ დარტყმას მარჯვნიდანაც, მარცხნიდანაც და ცენტრიდანაც - კოჟორიძე

"თიბისი ბანკისა" და საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ პარტიას "ლელო საქართველოსთვის" აფუძნებს.

პარტიის გენერალური მდივნის,  ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, გუნდის მთავარი პოლიტიკური განაცხადი ქვეყანაში კანონის უზენაესოების დამკვირდება იქნება.

"ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ მმართველ ძალას და შემოვიტანთ სრულიად ახალ სტანდარტს და ახალ ღირებულებებს დავამკვიდრებთ ქართულ პოლიტიკაში. მთავარი პოლიტიკური განაცხადი არის ის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს კანონის უზენაესობა. პოლიტიკა უნდა აიგოს არა ურთიერთსიძულვილზე, არამედ ურთიერთპატივისცემაზე. რაც მთავარია პოლიტიკაში უნდა იყვნენ კომპეტენტური ადამიანები," - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

"ლელოს" წევრის კახა კოჟორიძის განცხადებით, პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ საზოგადოება მთავარი იდეებისა და ღირებულებების გარშემო გაერთიანდეს.

ვიღაცები გვაკრიტიკებენ, როგორ შეიძლება იყოს ერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე მემარჯვენეები, მემარცხენეებიც და ცენტრისტებიც, მაგრამ სახელმწიფოს დღეს აქვს უმნიშვნელოვანესი ამოცანები, რასაც ერთიანობა სჭირდება. გარდა ამისა, "ქართული ოცნება" სწორედ ჩვენგან მიიღებს პოლიტიკურ დარტყმას მარჯვნიდანაც, მარცხნიდანაც და ცენტრიდანაც", - განაცხადა კოჟორიძემ.

 

 

დღის ამბები