11 მაისი 2024,   16:35
ვრცლად
პარტიაში "ლელო საქართველოსთვის" "ახალი მემარჯვენეები" და "შენების მოძრაობა" გაწევრიანდნენ

პოლიტიკურ მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" "ახალი მემარჯვენეები" და "შენების მოძრაობა" გაწევრიანდნენ.

როგორც "შენების მოძრაობის" თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ეს არის ბოლო პოლიტიკური პროექტი, რომელშიც ის მონაწილეობას იღებს.

"ჩვენ გვქონდა გამოცხადებული, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნას თავად არ ვიჩქარებდით და ველოდით იმ მომენტს, როდესაც პარტნიორებს მოვძებნიდით ამ საქმეში. "ლელო" და "ახალი მემარჯვენეები" აღმოჩნდნენ ის პარტნიორები, რომლებთან ერთადაც  გადავწყვიტეთ, პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნება," - განაცხადა უსუფაშვილმა.

"ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის განმარტებით, პოლიტიკური გაერთიანება ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას ემსახურება

"ახალმა მემარჯვენეებმა" მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ ჩვენ ვიყოთ ინდივიდუალურად  დამფუძნებლები ახალი პოლიტიკური ორგანიზაციისა. მივიჩნევთ, რომ ახლა გათითოკაცებისა და ცალკე დგომის დრო არ არის. აქედან გამომდინარე ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებას ყველა ერთად გავაგრძელებთ," - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პარტიასთან  პოლიტიკურ თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

"დღესდღეობით ვარ სტუმრის სტატუსით მოსული. ვგულშემატკივრობ ჩემს ძველ კოლეგებს. ტაქტიკურად, რა თქმა უნდა, მე ვგეგმავ თანამშრომლობას "ლელოსთან", ისევე როგორც ყველა ძალასთან, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" გარდა. ეს იქნება კაზინოების რეგულირება, ეს იქნება სასამართლოს რეფორმა და აშ." - აღნიშნა დოლიძემ.

მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეა."ლელო საქართველოსთვის" - ეს იქნება იმ გუნდის სახელწოდება, რომელიც აქამდეარსებული საზოგადოებრივი მოძრაობის უკვე მოქმედ და ახალ წევრებსაც გააერთიანებს. პარტიის გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე იქნება.დამფუძნებელ ყრილობაზე დაკოპმლექტდება პოლიტიკური საბჭო და აირჩევენ რეგიონული ორგანიზაციების სულ 73 ხელმძღვანელს.

დღის ამბები