11 მაისი 2024,   11:03
ვრცლად
"არ ვიცი, რა ექაუნთებზეა საერთოდ საუბარი, არ არის ჩემთვის საინტერესო" - კახა კალაძე "ფეისბუქ-ტროლებზე"

"არ ვიცი, რა ექაუნთებზეა საერთოდ საუბარი, არ არის ჩემთვის საინტერესო", ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახი კალაძე, "ფეისბუქის" ადმინისტრაციის მიერ, სოციალურ ქსელში სამთავრობო ტროლების გვერდების და ანგარიშების წაშლას. 

"ჩემთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის, ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანების მხარდაჭერა, თანადგომა იმ ადამიანების, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ქვეყანაზე. 

"ფეიკ ნიუსთან" დაკავშირებით, ამის მთავარი იდეოლოგები ვიცით რომელი პარტიაა და ამას ჰქვია "ნაციონალური მოძრაობა" და მისი განშტოებები. 

რათქმაუნდა, თუ ამის დარეგულირება და მოწესრიგება შესაძლებელია, მე ვფიქრობ, ევროპულ ქვეყნებში გარკვეული ცვლილებები "ფეიკ ნიუსების" გავრცელებასთან დაკავშირებით განხორციელდა და შეგვიძლია გადმოვიტანოთ საუკეთესო მაგალითები, რომ ჩვენთანაც იყოს ეს მიდგომა "-განუცხადა ჟურნალისტებს, კახა კალაძემ. 

დღის ამბები