06 მაისი 2024,   15:32
ვრცლად
შეწყალების თხოვნა დავწერე გუშინ, მაგრამ ბრალი აღიარებული არ მქონია ამ განცხადებაში - ვაჟა გაფრინდაშვილი

ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა გათავისუფლების შემდეგ, ვრცელი კომენტარი პირველად გააკეთა. მან საგანგებო ბრიფინგზე საოკუპაციო ტყვეობაში გატარებულ 49 დღეზე დეტალურად ისაუბრა. 

"შეწყალების თხოვნა დავწერე გუშინ დაახლოებით, საღამოს 7 საათზე, მაგრამ ბრალი აღიარებული არ მქონია ამ განცხადებაში. დაკავება ჩვეულებრივად მოხდა, ისე, როგორც სხვებს აკავებენ, განსხვავება იყო მხოლოდ ის, რომ მე ალბათ მეათასე დაკავებული ვიყავი და ალბათ ტურისტული მოგზაურობა, ლექციები და ექსკურსიები ეკუთვნოდა,"- განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ვაჟა გაფრინდაშვილმა.

როგორი იყო მისი პოზიცია დაკავების პერიოდში და მას შემდეგ, გაფრინდაშვილმა ჟურნალისტის კითხვას ასე უპასუხა:

 "ჩემი პოზიცია პირველივე დღიდან იყო ის, რომ ვამბობდი არ დამიტოვებია საქართველოს საზღვარი, მე ვიცი რა არის საზღვრის დატოვება, წელს დაახლოებით 7 ქვეყანაში მომიწია ყოფნა და ვიცი საზღვრის გადაკვეთა როგორ ხდება, მე პირველივე დღესვე რუსი მესაზღვრეები იქნებოდნენ თუ სხვები, ყველას ვეუბნებოდი, რომ ვიმყოფებოდი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველს ტერიტორიაზე," - აღნიშნა ვაჟა ექიმმა. 

რაც შეეხება მისი დაკავების ეპიზოდს და მისთვის წელიწადისა და 9 თვის მისჯას, ვაჟა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო არა მისი საქციელის, არამედ იმის გამო, რასაც ამბობდა. 

"ჩემი აზრით, ჩემი დაკავება და ასევე, წელიწადისა და 9 თვის მისჯა იყო, არა საქციელის, არამედ იმის გამო რასაც ვამბობდი,"- აღნიშნა სპეციალურ ბრიფინგზე ვაჟა გაფრინდაშვილმა. 

დღის ამბები