05 მაისი 2024,   11:16
ვრცლად
ათენში, ბინის ძარცვისას საქართველოს დაღუპული მოქალაქის გადმოსვენების პროცედურები დაწყებულია

საბერძნეთში საქართველოს 32 წლის მოქალაქე გარდაიცვალა. ათენში ის თანამზრახველთან ერთად ერთ-ერთი ბინის ძარცვავდა. პოლიციის გამოჩენის შემდეგ კი გაქცევა სცადა, რა დროსაც შუშის კარი გატეხა და მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე დაზიანების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საკონსულოს ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს, დაწყებულია გადასვენების პროცედურები. მეორე მძარცველი 22 წლის მამაკაცი, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა, დაკავებულია.

მომხდარ ფაქტზე ადგილობრივი მაცხოვრებლებიც საუბრობენ:

"როგორც ვიცი მძარცველები მეზობლებმა დაინახეს და პოლიცია გამოიძახეს, გაქცევის მცდელობისას ერთი დააკავეს. ზუსტად რა მოხდა არ ვიცი მგონი დაჭრილიც იყო. მას გადაადგილება აღარ შეეძლო" - აცხადებს მეზობელი ქალი.

"მძარცველები ბინაში გვიან ღამე შევიდნენ. ერთ-ერთი მგონი ამ აივნიდან გადმოხტა და ქუჩისკენ გაიქცა, მეორემ კი კარის მინით მძიმე დაზიანებები მიიღო." - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დღის ამბები