26 აპრილი 2024,   12:35
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" მაყურებელი დღეს 10 საათზე "დიდი სცენის" პირველ ლაივკონცერტს იხილავს

დღეს ზუსტად 10 საათზე, "რუსთავი 2-ის" მაყურებელს დიდი სცენა ელოდება. მეგაშოუს პირდაპირი ეთერი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გადაიცემა.

გამოვლენილია 10 კონკურსანტი, დღეს ისინი დიდ სცენაზე წარსდგებიან. "რუსთავი 2" მაყურებელს ბევრ სიურპრიზს ჰპირდება.

დღესვე დასახელდება ჟიურის კიდევ ერთი წევრის ვინაობა.

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს დილიდან მიმდინარეობს რეპეტიციები, რადგან ათივე მონაწილე დღეს 10 საათზე ქართველი მაყურებლის წინაშე უნდა წარსდგეს.

კონკურსანტებს საკმაოდ ამაღლებული განწყობა აქვთ და დღევანდელი ლაივკონცერტისთვის დიდი მონდომებით ემზადებიან.

დღის ამბები