04 მაისი 2024,   21:37
ვრცლად
5 დაღუპული, 60 დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა პენსილვანიაში 

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა.

შემთხვევა პენსილვანიაში მოხდა - ერთმანეთს ავტობუსი, სამი ტრაილერი და სამგზავრო ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ავარიის გამომწვევ მიზეზს სამართალდამცავი ორგანო იძიებს.

დღის ამბები