02 მაისი 2024,   16:17
ვრცლად
უკრაინასა და ირანში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა
უკრაინაში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით მიიღო.
 
მომხდარის გამო 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა ირანმაც.
 
8 იანვარს უკრაინული ავიახაზების ბოინგი თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან 3 წუთში ჩამოვარდა. მომხდარს 176 ადამიანი ემსხვერპლა.
დღის ამბები