05 მაისი 2024,   04:21
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი რაულ ხაჯიმბას გადადგომისაკენ მოუწოდებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი რაულ ხაჯიმბას გადადგომისაკენ მოუწოდებს. დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომის წინადადებას მხარი 19-მა დეპუტატმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა. ეხო კავკაზას ინფორმაციით, დადგენილება დე ფაქტო პარლამენტმა დესტაბილიზაციის თავიდან არიდების მიზნით რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.

ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური მიიჩნევს, რომ დადგენილება აფხაზეთში არსებულ ვითარებას გაამწვავებს, ამიტომ ხაჯიმბა ოპოზიციას მოლაპარაკებას სთავაზობს. აფხაზეთში ვითარება გუშინ დაიძაბა.

ოკუპირებულ სოხუმში, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ოპოზიციური კანდიდატის ალხას კვიცინიას ​მომხრეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასა და რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვენ.

დღის ამბები