06 მაისი 2024,   16:32
ვრცლად
დონალდ ტრამპს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები შეუზღუდა

დონალდ ტრამპმა შესაძლოა კონგრესის თანხმობის გარეშე ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები ვეღარ დაიწყოს. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში შესაბამის რეზოლუციას მხარი 224-მა კანონმდებელმა 194-ის წინააღმდეგ დაუჭირა.

დოკუმენტი, რომელიც პრეზიდენტს ირანის წინააღმდეგ ჯარის გამოყენების უფლებას უზღუდავს, სენატში გადაინაცვლებს, სადაც უმრავლესობას ტრამპის თანაპარტიელები წარმოადგენენ.

ტრამპი რეზოლუციის მხარდაჭერის გამო დემოკრატებს აკრიტიკებს და ირანთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღებისას კონგრესის ნებართვის საჭიროებას ვერ ხედავს.

დღის ამბები