05 მაისი 2024,   09:29
ვრცლად
აშშ, საჭიროების შემთხვევაში, ახლო აღმოსავლეთში თავისი ინტერესებისა და პერსონალის დასაცავად ​დამატებით ზომებს მიიღებს - კელი კრაფტი

შეერთებული შტატები საჭიროების შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთში თავისი ინტერესებისა და პერსონალის დასაცავად ​დამატებით ზომებს მიიღებს.

გაეროში შტატების ელჩის კელი კრაფტის განცხადებით, ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის მკვლელობა თავდაცვისთვისა და სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილებისთვის გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა.

გაეროში გამოსვლისას ელჩმა ირანთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნაც გამოთქვა.

ირანსა და შტატებს შორის ურთიერთობა 3 იანვარს, ერაყში ყასემ სოლეიმანის ლიკვიდირების შემდეგ დაიძაბა.

დღის ამბები