03 მაისი 2024,   13:24
ვრცლად
რელიგიური სექტის წევრებმა რიტუალის შესრულებისას ორსული ქალი და მისი 5 მცირეწლოვანი შვილი მოკლეს - საზარელი შემთხვევა პანამაში

ერთ-ერთი რელიგიური სექტის წევრებმა პანამაში რიტუალის შესრულების დროს, 7 ადამიანი, ძირითადად ბავშვები მოკლეს. დაღუპულთა შორის ორსული ქალი და მისი 5 მცირეწლოვანი შვილია. არსებული ინფორმაციით, სექტის წევრები ეგზორციზმის რიტუალს ასრულებდნენ.

სამართალდამცველებმა ცხედრებს მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც რელიგიურ დაწესებულებაში გამოკეტილი რამდენიმე ადამიანის შესახებ შეტყობინება მიიღეს.

პოლიციამ სექტის წევრების მიერ დატყვევებულების გათავისუფლება შეძლო. მათ სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდათ. საქმესთან დაკავშირებით 10 პირია დაკავებული.

დღის ამბები