26 აპრილი 2024,   12:52
ვრცლად
გარდაიცვალა კალათბურთის ლეგენდა - კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

კალიფორნიაში, კალაბასასში ავიაკატასტროფას მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის კობი ბრაიანტი კერძო ვერტმფრენით მგზავრობდა.

ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ბორტზე მასთან ერთად მყოფი 4 ადამიანი გარდაცვლილია. დასავლური მედიის ინფორმაციით, კი გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი კობი ბრაიანტის 13 წლის ქალიშვილია. 

ჩამოვარდნის შემდეგ ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა და შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა ვერავის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

ბრაიანტმა კარიერა 2016 წელს დაასრულა. მან 18-ჯერ მიიღო მონაწილეობა ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა ვარსკვლავთა მატჩში და აქედან 17-ჯერ ზედიზედ. იგი 5-ჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი და 2-ჯერ ფინალური სერიის MVP. გარდა ამისა, ალ-სტარის უძვირფასესი მოთამაშის პრიზი 4-ჯერ აქვს მოგებული.

კობი მთელი კარიერის მანძილზე - 1996-2016 წლებში "ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" ღირსებას იცავდა. 2007 წელს ლას ვეგასში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2008 წელს პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ოცნების გუნდთან ერთად ოქროს მედლები მოიპოვა, იგივე გაიმეორა 4 წლის შემდეგ ლონდონშიც. კობი ბრაიანტი ჯეიმს ნეისმიტის სახელობის დიდების დარბაზშია შეყვანილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები