01 მაისი 2024,   15:18
ვრცლად
"დაგეგმეს ჯგუფური ძალადობა და შემდეგ ჩმორ ზარქუას დააწერინეს ხაბეიშვილმა მცემა, ლოყა მატკინაო" - ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც პროკურატურამ დღეს ბრალი წაუყენა, ძველი თბილისის სამმართველოში ადვოკატებთან ერთად იმყოფებოდა.

"რამდენად სამართლებრივია ეს - დაგეგმეს პროვოკაცია, ჯგუფური ძალადობა, მოპარვით ლაჩრულად თავდასხმა. ახლა კი ამბობენ, რომ ხაბეიშვილი დაგვესხა თავსო. ამ ჩმორ ზარქუას, 4 დღე რომ იბრიქებოდა,  დაავალეს, გამოაქციეს მას შემდეგ, რაც ჩემი ექსპერტიზა დაიდო და ნახეს, რომ პრობლემა ჰქონდათ, დააწერინეს, რომ ხაბეიშვილმა მცემა და თვალი დამილურჯა, ლოყა მატკინაო. ხალხნო, პირდაპირ ეთერში ნახეთ რაც მოხდა," - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა. 

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის განცხადებით, ისინი აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესს უახლოეს მომავალში ელოდებიან.

"ეს არის ძალადობა, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომასა და ასევე თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით. შევეცდებით სასამართლო დავარწმუნოთ, რომ ეს არის აბსურდი და ლევანის მხრიდან არავითარი ძალადობა არ ყოფილა, მით უმეტეს, იმ ფონზე, რაც საკრებულოს შენობაში განვითარდა," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა

დღის ამბები