04 მაისი 2024,   22:16
ვრცლად
"გრცხვენოდეთ რა, შეიპარეთ, შეიპარეთ..." - გიორგი ვაშაძეს გორისა და ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატებთან შელაპარაკება მოუვიდა

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ახალი საქართველოს ლიდერს გიორგი ვაშაძეს გორისა და ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატებთან შელაპარაკება მოუვიდა. გიორგი ვაშაძემ თავდაპირველად გორის მაჟორიტარს იოსებ მაკრახიძეს მიმართა, რომელმაც პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

"თქვენ მაკრახიძე ბრძანდებით, გრცხვენოდეთ რა, შეიპარეთშეიპარეთ..."

მაკრახიძის მიმართ ნათქვამ რეპლიკას პასუხი ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ გასცა.

"თქვენ არ გეუბნებით, იმას ვეუბნები, თქვენ როგორც ვიცი, არ უჭერთ მხარს, თქვენ ხომ პროპორციულს უჭერთ მხარს?"- მიმართა ვაშაძემ ნოზაძეს.

"მერე რა, მისი არჩევანია, რას ჰქვია ხალხი მოატყუეს, ხალხის განწყობა, მე მაინც მგონია, რომ უმრავლესობა შერეულს სისტემას უჭერს მხარს, სიმართლე გითხრა, ჩემი შინაგანი განწყობა ისეთი იყო, რომ შერეულს ვუჭერდი მხარს, მაგრამ რაკიღა კონსტიტუციაში ჩავწერეთ, მერე ივნისის ამბების შემდეგ... ამიტომ დავუჭირე პროპორციულს მხარი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმის არჩევანს პატივი არ ვცეთ,"- მიმართა სიმონ ნოზაძემ გიორგი ვაშაძეს

"მაკრახიძეს ვინ ეკითხება არჩევანს დაავალეს და გააკეთეს,"- აღნიშნა ვაშაძემ. 

დღის ამბები