05 მაისი 2024,   01:47
ვრცლად
აქცია პარლამენტთან დასრულდა - პოლიციამ დემონსტრანტებს საკანონმდებლო ორგანოს დაბოქლომების საშუალება არ მისცა

პარლამენტთან ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულდა.  დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთი შესასვლელი რკინის კარის "დაბოქლომება" სცადეს, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. 

უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის სხდომა სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით გამართული აქციისა და საპროტესტო გამოსვლების ფონზე მიმდინარეობდა. 

აქციის მონაწილეებს "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის ორივე მხრიდან ე.წ. სირცხვილის დერეფნები ჰქონდათ მოწყობილი. 

დღის ამბები