05 მაისი 2024,   06:56
ვრცლად
სტამბოლში, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი "კვეჟოვიჩი" დააკავეს, მისი დაჯგუფება "ლოტი გულის" ლიკვიდაციას გეგმავდა

სტამბოლში შეიარაღებული დაჯგუფების წევრები დააკავეს, რომელთა შორის ქართველი, ე.წ. "კანონიერი ქურდი" გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად "კვეჟოვიჩია".

დაჯგუფება, რომელსაც ჩიხლაძე ხელმძღვანელობდა ე.წ. "კანონიერი ქურდის" ნადირ სალიფოვის, იგივე "ლოტი გულის" ლიკვიდაციას გეგმავდა.

დაკავებულთა შორის 3 უკრაინელი, 8 აზერბაიჯანელი, 4 ქართველი და 1 რუსეთის მოქალაქეა. გასული წლის აგვისტოში გურამ ჩიხლაძეზე თავდასხმა მოხდა, რაშიც მან ნადირ სალიფოვი დაადანაშაულა.

დღის ამბები