05 მაისი 2024,   04:59
ვრცლად
ბერძენიშვილისა და ლაშა ტალახაძის ფეისბუკდაპირისპირება - ოლიმპიურ ჩემპიონს გახარიასთან გადაღებული ფოტოს გამო აკრიტიკებენ

4 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში საქართველოს მთავრობის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს გამოეხმაურა. ფოტოზე საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები და გიორგი გახარია ჩანან. პრემიერ-მინისტრი სპორტსმენებს შეხვდა და წარმატება პირადად მიულოცა.

"ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები და ჩინ-მედლები. ბავშვებმა უნდა შემოგხედონ, მაგალითი უნდა აიღონ, ეგეთი უზნეო თუ ხარ, მირჩევნია ვერაფერს მიაღწიო ცხოვრებაში, რომ მახინჯი გავლენაც ვერავისზე გქონდეს… მოძალადისთვის მიჩენილი ადგილი გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის, ვიდრე თუნდაც ოლიმპიადაზე გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი. თორე ეგრე სიმძიმე ჩემი მეზობელი კოსტას მხრებზე უნდა ნახო, მაგრამ რა უნდა შესთავაზონ რო გახარიას ამოუდგეს გვერდში გაბადრული. კაშიას ერთი სუფთა ვარდნა რომ მირჩევნია ტალახაძის ყველა აქამდე დამყარებულ თუ აწი დასამყარებელ რეკორდს, მაგას მოგახსენებთ. და თუ ვინმე ვერ აცნობიერებს ამისთანას მაინც რას ვერჩი, იმ გულისამრევი ფოტოს (იმდენად, რომ არც ვაზიარებ) ქვეშ Natia Letodianiს მიერ დასმულ შეკითხვას გავიმეორებ: კაია ორი თვალით ცხოვრება ბიჯებო?!#ფუ”, – წერს ზუკა ბერძენიშვილი.

სამოქალაქო აქტივისტის მხრიდან კრიტიკას მოგვიანებით საჯარო ფეისბუკსტატუსით გამოეხმაურა ლაშა ტალახაძე:

"ასეთი მაგარი ბიჭი სადმე გადაგეყრება, დედას უტირებ, მერე შენი ბრალია. ძალადობ ან კუნთებზე იყურები. მინდა მადლობა გითხრათ მეგობრებო გვერდში დგომისთვის. ამასთან ერთად მინდა გთხოვოთ, რომ არ მიაქციოთ ყურადღება ასეთ უმადურ და გაბოროტებულ ადამიანებს. მათ სურთ მაგარი ბიჭები გამოჩნდნენ და პიარი გაიკეთონ არაჯანსაღი კრიტიკით," - წერს ტალახაძე.

 

 

დღის ამბები