02 მაისი 2024,   08:52
ვრცლად
ოდირი, მათდა სამწუხაროდ, ამბობს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე არ უნდა იცვლებოდეს საარჩევნო სისტემა - თეა წულუკიანი

ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დასკვნის შეფასებისას განაცხადა. 

წულუკიანის თქმითვე, ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლა ხელისუფლებაში არც არასდროს განიხილებოდა.

"არსად არ წერია ის, რომ მათ მიერ გაგზავნილი ე.წ. გერმანული მოდელი შესაბამისობაშია ქართულ კონსტიტუციასთან. თუ ეს სადმე წერია, მე მოვუწოდებ ოპოზიციის რომელიმე წევრს, რომ ე.წ. ქოფიფეისთით ეს ფრაზა ამოიღოს და წინ დაგვიდოს. ამგვარი არ არსებობს. კონსტიტუციურობის შესამოწმებლად არ უნდა გაგზავნილიყო ეს კანონპროექტი, რადგან ოდირი თავად ეუბნება, არ ვარ ის, ვინც ამას შეამოწმებს.

არსად ოდირი არ ამბობს, რომ მათი პროექტი კანონს შეესაბამება და ოდირი მათდა სამწუხაროდ, ამბობს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე არ უნდა ხდებოდეს საარჩევნო სისტემის შეცვლა. "გერმანულ მოდელზე" საუბარი ხელისუფლებაში არც არასდროს განიხილებოდა და ჩვენ ეს ღიად ვუთხარით და რა თქმა უნდა, დღეს ამასთან დაბრუნება აღარ მოხდება," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ეუთო/ოდირის 11 გვერდიან დასკვნაში ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ არის საუბარი. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, დოკუმენტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რაზეც საქართველოში ფაქტობრივად არავინ დავობდა.

მ​თავარი კითხვა იყო ოპოზიციის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა - რაზეც პირდაპირი პასუხი დასკვნაში არ არის. 

ოდირის ექსპერტების შეფასებით, ცვლილებების მიღება შესაძლებელია პარლამენტში უბრალო უმრავლესობით. ისევე, როგორც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, ეუთოს რეკომენდაციაც ეხება ფართო კონსენსუსს - სისტემაზე, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, პოლიტიკური თანხმობა უნდა იყოს - წერია დასკვნაში.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები