03 მაისი 2024,   02:22
ვრცლად
მაღალი სიკვდილიანობა დასაქმების ადგილზე -  "ლელომ" შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების შესახებ ხედვა წარმოადგინეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, "ლელოს" წევრები, ტრადიციულ ბრიფინგზე, გუშინ მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი 2 მუშის საკითხს გამოეხმაურნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა. მამუკა ხაზარაძის თანაგუნდელებმა შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების შესახებ ხედვაც წარმოადგინეს.

"დასაქმებული ადამიანის სიცოცხლეს, სამწუხაროდ, არავინ არ უფრთხილდება. ამიტომ, ყოველწლიურად, გვაქვს უამრავი შემთხვევა შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ადამიანების დაღუპვის. ეს იღებს საგანგაშო მასშტაბებს," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

მოძრაობის წევრებმა პრესკონფერენციისას, 2011 წლიდან დღემდე, დასაქმების ადგილზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკა გაასაჯაროვეს.  

"2011 წლიდან დღემდე, ამ ქვეყანაში შრომისას 400-ზე მეტი დასაქმებული დაღუპა. 2011 წლიდან დღემდე, 1100-ზე მეტი დასაქმებული მძიმედ დაშავდა ან დასახიჩრდა. დღეს ჩვენ არ გვაქვს შრომის ადეკვატური ინსპექცია და შრომის ინსპექციას არ გააჩნია აღსრულების რეალური მექანიზმები," - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გრიგოლ გეგელიამ.

დღის ამბები