02 მაისი 2024,   17:27
ვრცლად
ტაიმერი ჩართულია, დღეს "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო - ანრი ოხანაშვილი

"ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურად ხელოვნურ სუნთქვაზეა," - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილი ეუთო/ოდირის დასკვნას გამოეხმაურა.

"თუ ისინი კარგი იურისტები არიან და კითხულობენ ტექსტს, გამოვიდნენ და საზოგადოებას უთხრან ერთი წინადადება, სად წერია, რომ მათი გადმოსახედიდან "გერმანული მოდელი" შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას.

იმდენად უნიათოები არიან, ტყუილსაც ვეღარ ამბობენ და ყოველ წამს ცვლიან. ერთს გეტყვით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურად ხელოვნურ სუნთქვაზეა, ტაიმერი ჩართულია. პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო დღეს "ნაციონალური მოძრაობის." ეს დასკვნა არის ამის მიმანიშნებელი," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, ეუთო/ოდირის 11 გვერდიან დასკვნაში ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ არის საუბარი. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, დოკუმენტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რაზეც საქართველოში ფაქტობრივად არავინ დავობდა.​

მ​თავარი კითხვა იყო ოპოზიციის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა - რაზეც პირდაპირი პასუხი დასკვნაში არ არის. 

ისევე, როგორც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, ეუთოს რეკომენდაციაც ეხება ფართო კონსენსუსს - სისტემაზე, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, პოლიტიკური თანხმობა უნდა იყოს - წერია დასკვნაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები