03 მაისი 2024,   13:39
ვრცლად
ჩვენ ჩვენი შეთავაზება გავაკეთეთ, ბურთი არის ოპოზიციის მოედანზე - ირაკლი ბერაია

მმართველი გუნდის განცხადებით, რამდენიმერაუნდიანი მოლაპარაკებისას ხელისუფლებამ თავისი შეთავაზება უკვე გააკეთა, ახლა კი გადაწყვეტილება ოპოზიციამ უნდა მიიღოს. პარლამენტის სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ თებერვლის ბოლოს საარჩევნო პერიოდის დაწყების გამო შეთანხმების ფანჯარა იკეტება, რადგან ცვლილებების განხორციელება ვეღარ მოესწრება, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია გამოეხმაურა:

"შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში აუცილებელი იქნება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რასაც ასევე სჭირდება გარკვეული პერიოდი, შემდეგ ჩვენ უკვე შევდივართ საარჩევნო პერიოდში, სადაც ცვლილებების განხორციელება რეკომენდირებული არ არის და თავისთავად არც შეიძლება. რაც შეეხება შეუთანხმებლობის შემთხვევაში დაძაბულობის გაზრდის შესაძლებლობას ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ამაზე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ჩვენი შეთავაზება გავაკეთეთ, ბურთი არის ოპოზიციის მოედანზე, დაეთანხმებიან თუ არ დაეთანხმებიან ამ წინადადებას," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები