03 მაისი 2024,   14:58
ვრცლად
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია. უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა. დარეგისტრირებულია 1314 კანდიდატი. აქედან 19-მა პოლიტიკურმა პარტიამ 246 კანდიდატი წარადგინა. 1057 კი დამოუკიდებელია.

საკუთარი არჩევანი 5 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა უნდა დააფიქსიროს. არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს ოპოზიციის ერთი ნაწილი.

გაერთიანება "ნაციონალური საბჭო" კენჭისყრაში არ მონაწილეობს. საკუთარი კანდიდატები ჰყავს ოპოზიციურ "რესპუბლიკურ ინიციატივას".

წინასწარი გამოკითხვებით, 125-მანდატიან მილი მეჯლისში უმრავლესობას მმართველი პარტია "ახალი აზერბაიჯანი" მიიღებს. 

დღის ამბები