02 მაისი 2024,   18:17
ვრცლად
სირიის სამთავრობო ძალებმა ილდიბის პროვინციაში 600 კვ. კილომეტრი ფართობის ტერიტორია დაიკავეს

რუსეთის მხარდაჭერით სირიის სამთავრობო ძალებმა ილდიბის პროვინციაში 600 კვ. კილომეტრი ფართობის ტერიტორია დაიკავეს.

ასადის სამხედრო ძალებმა კონტროლი ათობით ქალაქსა და სოფელზე მოიპოვეს. ალეპოსა და იდლიბში ავიაიერიშებს 18-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები შეიყვანა თურქეთმა. ბოლო დღეებში იდლიბის ტერიტორიაზე ოფიციალურმა ანკარამ მძიმე ტექნიკა და 5 ათასი ჯარისკაცი განათავსა.

ერდოღანი აცხადებს, რომ სირიელ ლტოლვილებს ვეღარ მიიღებს და ასადის რეჟიმს უკან დახევისკენ მოუწოდებს.

იდლიბის პროვინცია სირიაში ერთადერთი ტერიტორიაა, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ.

დღის ამბები