02 მაისი 2024,   18:20
ვრცლად
გურიის რეგიონში თოვა შეწყდა, თუმცა გზებზე ლიპყინული ნარჩუნდება

გურიის რეგიონში თოვა შეწყდა, თუმცა ძლიერი ყინვის გამო გზებზე ლიპყინული ნარჩუნდება. რეგიონის ცენტრალურ გზებზე მოძრაობა ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის დასაშვებია, თუმცა მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ამ დრომდე ჩაკეტილი რჩება შუხუთი-მამათის 5 კილომეტრიანი გზა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

ქალაქის ქუჩებში და ცენტრალურ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და შესაბამისი ტექნიკა ქვიშა-მარილს ყრის.

დღის ამბები