02 მაისი 2024,   19:24
ვრცლად
"ეჭვები არც არის, ბიძინა ივანიშვილი დაიმუქრა, რომ დიდი ხნით ჩასვამს ლიდერებს ციხეში"- ბოკერია უგულავას საქმეზე

როდის გამოცხადდება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გიგი უგულავას საქმეზე, კონკრეტული საათი ისევ უცნობია.

მოსამართლეთა კოლეგიამ, მათ შორის შალვა თადუმაძემ დღეს განაჩენი უნდა გამოიტანოს საქმეზე, რომელიც თბილისის განვითარების ფონდს ეხება.

გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოცხადდება.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის პირადი სამიზნეა.

"ეჭვები არც არის, ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა და დაიმუქრა, რომ დიდი ხნით ჩასვამს ლიდერებს ციხეში და გიგი უგულავა რომ ერთ-ერთი პირველი სამიზნეა, ეს ყველამ ვიცით. მოეგება გონს და ამას არ იზამს თუ გააგრძელებს აგონიას და ასლან აბაშიძის სტილში მოქმედებას, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებებს, არ ვიცი. ჩვენ და გიგიც წარსული გამოცდილებიდან ყველანაირი სცენარისთვის ვართ მზად," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ გიგი უგულავას დაკავება პოლიტიკურ ვითარებას დიდ ზიანს მიაყენებს.

"მინდა ხელისუფლებამ იცოდეს, უგულავას დაპატიმრება იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდებიან. ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ისედაც მძიმე პოლიტიკურ ვითარებას და ასევე ზიანს მიაყენებს იმ მოლაპარაკებებს, რომლებიც მიმდინარეობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის,"- განაცხადააღნიშნა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები