05 მაისი 2024,   08:56
ვრცლად
ევროპაში შტორმ "კიარას" 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა შტორმს ევროპაში, არიან დაშავებულებიც.

უამინდობით გამოწვეული ინციდენტები ფატალურად დასრულდა პოლონეთში, შვედეთში, გერმანიაში, ჩეხეთსა და სლოვენიაში.

შტორმი "კიარას" შედეგად ელექტროენერგიის გარეშე ასობით ათასი ადამიანია დარჩენილი. ქარბუქისა და ძლიერი წვიმის გამო დახურულია სკოლების ნაწილი. ავიარეისები გადაიდო ბრიტანეთის, გერმანიისა და ნიდერლანდების აეროპორტებში.

ზოგიერთ რეგიონში შეზღუდულია სარკინიგზო და საავტომობილო გადაადგილებაც.

დღის ამბები