05 მაისი 2024,   08:35
ვრცლად
რუსეთთან და ჩინეთთან შეთანხმებას თუ ვერ მივაღწევთ, აშშ ყველაზე მძლავრ ბირთვულ ძალას შექმნის - დონალდ ტრამპი

რუსეთთან და ჩინეთთან შეიარაღების კონტროლზე შეთანხმებას თუ ვერ მივაღწევთ, მაშინ შტატები მსოფლიოში ყველაზე მძლავრ ბირთვულ ძალას შექმნის – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა.

ტრამპის თქმითვე, პეკინს და მოსკოვს ბირთვულ იარაღზე ხარჯების შესამცირებლად ვაშინგტონთან მოლაპარაკებები ერთდროულად სურთ.

რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ბირთვულ შეთანხმებაზე დადებულ შეთანხმებას ვადა 2021 წლის დასაწყისში გასდის.

დღის ამბები