05 მაისი 2024,   03:45
ვრცლად
ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა.

დაღუპულებს შორის 4 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა. დაშავდა 12 ადამიანი.

ქაბულში აფეთქება თავდაცვის სამინისტროსთან მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები