04 მაისი 2024,   23:35
ვრცლად
ქუთაისში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა

ქუთაისში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. როგორც "სოკარ გაზში" აცხადებენ, მიზეზი ცენტრალურ გამანაწილებელ ქსელში ავარიული შეფერხებაა. მათი თქმით, გათიშულია ქალაქის თითქმის 60%. მიმდინარეობს მუშაობა, რომ საავადმყოფოებს და სტრატეგიულ ობიექტებს ბუნებრივი აირი მალე მიეწოდოთ.

"ავარიული გათიშვაა. ვმუშაობთ, რომ ნახევარ საათში საავადმყოფოებს, ციხეებს და სტრატეგიულ ობიექტებს მივაწოდოთ. მერე დავიწყებთ მოსახლეობაში აღდგენას. სავარაუდოდ, ხვალ საღამომდე სრულად ვერ აღდგება, რადგან დიდ მასშტაბზეა საუბარი, თანამშრომლები მთელი იმერეთის მასშტაბით გვყავს მობილიზებული "- განაცხადეს კომპანიაში.

დღის ამბები