04 მაისი 2024,   20:27
ვრცლად
სამგორის რაიონის გამგეობა კაიროს ქუჩაზე არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს მოაგვარებს

კაიროს ქუჩაზე, აქციების შემდეგ, დევნილებმა დაპირება მიიღეს, რომ გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის #94-ში, კორპუსის საკანალიზაციო სისტემა ერთი თვის ვადაში მოწესრიგდება.

პირობა მოსახლეობამ სამგორის გამგეობაში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო. მანამდე მოსახლეობა ანა დოლიძესთან ერთად გამგეობის შენობასთან იყო შეკრებილი და აქციას მართავდა.

იურისტი ანა დოლიძე ამბობს, რომ შეხვედრის შემდეგ მან მიიღო დაპირება, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები მოგვარდებოდა.

"მივიღეთ დაპირება, რომ გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები. სამწუხაროა, რომ ამ ხალხს მოუწია ამ ეტაპამდე მოსვლა და დევნა უწყებიდან უწყებამდე, თუმცა რადგან აქამდე მოვედით ამ საკითხს ყურადღებას არ მოვაკლებთ,"- განაცხადა ანა დოლიძემ.

თბილისის სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე აცხადებს, რომ უახლოეს ერთ თვეში საკანალიზაციო მილის პრობლემა მოგვარდება.

"სხვადასხვა სამუშაოები უკვე ჩატარდა. ამ ეტაპზე არის საკანალიზაციო ქსელის პრობლემა და ამის რეაბილიტაციას სამგორის რაიონის გამგეობა ვიღებთ ჩვენ თავზე მაქსიმუმ ერთ თვეში ეს პრობლემა იქნება მოგვარებული,"- განაცხადა სოსო ბურდილაძემ.

დღის ამბები