06 მაისი 2024,   16:57
ვრცლად
ჩვენი ვარიანტები ცნობილია, ხელისუფლებას შეუძლია ნებისმიერი ეს ვარიანტი აირჩიოს და მიიღოს - ნინო ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიციას თავისი კომპრომისული ვარიანტები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, უკვე წარდგენილი აქვს და თუ ხელისუფლებას რეალურად სურს შეთანხმების მიღწევა, ეს პირისპირ დასხდომის გარეშეც იქნება შესაძლებელი.

"ჩვენი ვარიანტები არის ცნობილი, დიპლომატიურმა კორპუსმაც იცის და ხელისუფლებამაც იცის, არის რამდენიმე ვარიანტი, დაწყებული გერმანული ვარიანტიდან ან 100/50-ზე მრავალმანდატიანი, ან 130/20-ზე, ხელისუფლებას თუ მართლა სურვილი აქვს, რომ ეს პროცესი რაღაცით დასრულდეს შეუძლია ნებისმიერი ეს ვარიანტი აირჩიოს და მიიღოს. ჩათვალეთ, რომ რაუნდი შედგა. არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ერთმანეთის პირისპირ ვისხდეთ. გამოსავალი ხელისუფლებას აქვს, მოლაპარაკება ჩაშალა ხელისუფლებამ,"- განაცხადა ბურჯანაძემ.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი მას შემდეგ შეწყდა, რაც შეხვედრის მეხუთე რაუნდამდე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დააპატიმრეს.

დღის ამბები