06 მაისი 2024,   16:32
ვრცლად
ისანში მომხდარი დაჭრის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა

მამაკაცი, რომელიც ისანში მომხდარ დაჭრაშია ეჭვმიტანილი, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ის 1981 წელს დაბადებული ნ.გ.-ა, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ გ.დ.-ს.
 
სამართალდამცველებმა, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დღის ამბები