06 მაისი 2024,   16:50
ვრცლად
არასრულწლოვნის გატაცება - წავლენ თუ არა მხარეები მოლაპარაკებაზე, დღეს გახდება ცნობილი

არასრულწლოვანის გატაცების ფაქტზე დაკავებულისთვის ბრალი, ჯერჯერობით, არ წაუყენებიათ. დღეს გაირკვევა, წავლენ თუ არა მხარეები მორიგებაზე და რას იტყვის თავად არასრულწლოვანი.

გატაცება მარნეულში მოხდა, გამოძიების ინფორმაციით, საქმეში დევს გოგონას მეგობრების ჩვენებები, სადაც ისინი თავზე ტომრის გადაფარებასა და იძულებაზე საუბრობენ.

22 წლის მამაკაცი პოლიციამ 14-საათიანი ძებნის შემდეგ დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სამ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, 17 წლის გოგონა გაიტაცა. დანაშაული 7 დან 10-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები