02 მაისი 2024,   14:53
ვრცლად
"ყველა ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ ერთხმად განაცხადა, რომ საქართველო მოქმედებს როგორც წევრი ქვეყანა" - ზალკალიანი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს საართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანი უკვე შეხვდა კოლეგებს - ლიხტენშტაინის, ესპანეთის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

შეხვედრების მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი იყო. განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შემქნილი ვითარება.

"ყველა ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ, თუნდაც - გუშინდელ პანელზე, ერთხმად განაცხადა, რომ საქართველო უკვე მოქმედებს როგორც წევრი ქვეყანა. ანუ, სამოქმედო გეგმის მოდალობები, რომელიც,  გაწერილი არის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში, სრულდება წარმატებით და მაღალი ეფექტურობით," - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

 

ვიზიტი მიუნხენში დღეს დასრულდება.

 

დღის ამბები