02 მაისი 2024,   17:14
ვრცლად
სახლები, სადაც სოციალურად დაუცველებს უნდა ეცხოვრათ, არ აშენდა, ან ხარვეზებით აშენდა - ლელა ქებურია აუდიტის დასკვნას ეხმაურება

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი ლელა ქებურია აუდიტის სამსახურის იმ დასკვნას ეხმაურება, სადაც ზუგდიდის მერიაა გაკრიტიკებული. კერძოდ, აუდიტის დასკვნის მიხედვით, სახლები, სადაც სოციალურად დაუცველებს უნდა ეცხოვრათ, არ აშენდა, ან ხარვეზებით აშენდა.

"ევროპული საქართველოს" წევრი შესაძლო კორუფციულ სქემაზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიას, ბრალი დაუმძიმდეს. სოციალური საცხოვრისების პროექტზე ბიუჯეტიდან 995 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.

"რამდენიმე სახლი, რომელიც იქნა ბენეფიციარებისთვის აშენებული, არ გამოიყენება საცხოვრებლად და არის დაკეტილი. შესაბამისად, პროექტის ბენეფიციარების შერჩევისას, იყო ხარვეზები და ბენეფიციარები არ იქნა შერჩეული საჭიროების მიხედვით. რამდენიმე სოფელში მიმდინარეობდა დაგვიანებით. შესაძლებელია, ჩვენ საქმე გვქონდეს ისევ ინტერესთა კონფლიქტთან და კორუფციული გარიგება იყოს მიზეზი იმისა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ვადებში ვერ ხორციელდება ან ხორციელდება ხარვეზებით,“ - განაცხადა ლელა ქებურიამ.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები